2012 წლის დეკემბერში CTC-ს ზემო სვანეთის პროექტის ფარგლებში გამოცხადდა მიკრო გრანტების კონკურსი ზემო სვანეთის სხვადასხვა სოფლის ახალგაზრდებისათვის. ჭუბერის თემის ახალგაზრდების ნაწილმა პროექტის შესახებ ინფორმაცია თბილისში, CTC-ს ოფისში მიიღო, ნაწილმა მესტიის ოფისში. მოგვიანებით, სოციალური ქსელების საშუალებით დავუკავშირდით ერთმანეთს და შევქმენით 9 კაციანი გუნდი.
ჩვენი პროექტის იდეაზე რამდენიმედღიანი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტეთ, ჩვენი ღონისძიება დაკავშირებული ყოფილიყო ბავშვთა უფლებებთან. ბევრი ვიფიქრეთ პროექტის სახელწოდებაზეც, გვქონდა უამრავი იდეა. ბოლოს კი გადავწყვიტეთ, ჩვენი პროექტის სახელწოდება ერთგვარი ლოზუნგიც ყოფილიყო ჭუბერის თემის მოსახლეობისათვის და პროექტს ვუწოდეთ "ვერთიანდებით ბავშვებისათვის".