პროექტის გამარჯვების შემდეგ შევუდექით სხვადასხვა საქმიანობების განხორციელებას. შევიძინეთ საკანცელარიო მასალა, რაც გვჭირდებოდა გამოფენის ორგანიზებისთვის. ჭუბერის თემის სხვადასხვა სოფლებში გავავრცელეთ ინფორმაცია ჩვენი პროექტის შესახებ, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა, განსაკუთრებით ბავშვებში. მაისის დასაწყისში უკვე გამოვაცხადეთ ნახატების მიღება. ჩვენი ღონისძიება მიეძღვნა ბავშვთა უფლებებს და შესაბამისად, ბავშვებმა ნახატებიც სწორედ ამ თემაზე დახატეს. მომავალი ღონისძიების შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ მოსწავლეებს ჭუბერის სკოლაში, ასევე ყარ-სგურიშის სკოლაში.